|
2022-09-21 17:27:00, 1157 ნახვა
საზოგადოება
„ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს
თბილისის მერიის ა(ა)იპ-ს „ჩემი ადვოკატი“ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს. მერიის ცნობით, მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად და დაბალი ფინანსური დანახარჯით, წარმოშობილ დავას თავად აგვარებს. „ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წელია ჩართულია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ მედიაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სასამართლოებში მიმართვიანობით გადატვირთულობის საკითხის მოგვარებას, არამედ, წარმოადგენს ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ გზას“, - განაცხადა „ჩემი ადვოკატის“ დირექტორმა, მარინა ბერაძემ. მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და მედიაციის მეშვეობით, დავების გადაწყვეტასაც შესთავაზებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)