|
2022-09-21 14:46:15, 1051 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს
დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას არასამთავრობო სექტორთან ერთად, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. „დედაქალაქის მერია იყო ინიციატორი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, წარვადგინეთ კანონპროექტი და პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა. კანონი ეხება იმას, რომ ცხოველების უხეში მოპყრობა, ცემა, დაზიანება, მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას შესაბამისი უწყებები აღასრულებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება ზოგადად მიუსაფარ ცხოველებს, თბილისის მერის განცხადებით, ამ მიმართულებით, კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი მზადაა. „ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, ვინც ამ საკითხზე მუშაობს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას მათთან ერთად, კონკრეტულ გეგმას წარვუდგენთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, თავისი საკანონმდებლო ცვლილებებით. კონკრეტული პროექტი ვერ განხორციელდება, თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნა მხარდაჭერილი იგივე ცხოველების გამრავლებასთან, არსებული მდგომარეობის მოწესრიგებასთან, თავშესაფრების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი. მზად ვართ, მომავალი წლიდან კონკრეტული თანხები გამოიყოს პროექტის დასაფინანსებლად, იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში, აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს ცივილურად, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)