19:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 13:48:22, 917 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის თავდაცვა - რუსეთის სამხედრო მობილიზაციის გამო, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში გვყავს

ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუკსასი Twitter-ზე წერს.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას უკავშირდება.

"იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც (კალინინგრადის რეგიონი) განხორციელდება, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია", - წერს ანუშაუკსასი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics