|
2022-09-20 14:55:45, 826 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - დონბასში რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს
დონბასში რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, დონბასში რეფერენდუმებს აქვს დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ ლსრ-ს, დსრ-სა და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის. „დონბასში რეფერენდუმებს აქვს დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ ლსრ-ს, დსრ-სა და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის. ისინი (რეფერენდუმები) სრულად ცვლიან რუსეთის განვითარებას ათწლეულების განმავლობაში. და არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის. რადგან, მათი ჩატარებისა და რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მიღების შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს. რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა – დანაშაული, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა ძალის გამოყენების ნებას იძლევა. თუმცა, არანაკლებს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ, რუსეთის მომდევნო ვერცერთი ხელმძღვანელი, ვერცერთი ოფიციალური პირი ვერ შეძლებს ამ გადაწყვეტილების შეცვლას. სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ რეფერენდუმების კიევსა და დასავლეთში. სწორედ ამიტომ არის მათი ჩატარება აუცილებელი”,- წერს მედვედევი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)