19:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 14:46:27, 1550 ნახვა

სამართალი
ირაკლი კობახიძის დედამ ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო. 

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიამ ზანდუკელს 5 555 ლარი უნდა გადაუხადოს, ჟურნალისტმა და პროდიუსერმა კი - 5 ათასი. 

ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო, ვინაიდან სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული.

მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics