20:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 11:54:29, 1819 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ

შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაზეც შეიძლება წასვლა.

„ეს უბრალოდ დედამიწის განადგურებაა, მისი დასაწყისი. არც კი მესმის, როგორ შეუძლიათ სპეცსამსახურებმა, მსოფლიოს დაზვერვის სამსახურებმა, მსოფლიოს უძლიერესმა ტვინებმა, რომ რუსეთს ამაზე ფიქრის საშუალებაც კი მისცენ. ვფიქრობ, ეს არ მოხდება. თუმცა, ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, მაპატიეთ, იმის შიშით, იმის შიშით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ სახელმწიფოს და მათთან ამიტომ მოლაპარაკება არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაზეც შეიძლება წასვლა. ეს არის ზუსტად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ შეიძლება დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც იმუქრებიან ბირთვული იარაღით და საჭიროა მსოფლიოში ასეთი ადამიანების გარეშე ცხოვრებაზე ფიქრი. 

„სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით იქნას დაბრუნებული. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს. პირთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა, ეს ჩემი მოსაზრებაა. უკრაინა შეძლებს მშვიდად იცხოვროს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“,- დასძინა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics