|
2022-09-18 10:09:11, 939 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ხელისუფლება გავეშებული მუშაობს ოპოზიციის გაშავებაზე, პრინციპი მარტივია - არც მე ვარგივარ, არც ეგენი
ხელისუფლება გავეშებული მუშაობს ოპოზიციის გაშავებაზე, პრინციპი მარტივია - არც მე ვარგივარ, არც ეგენი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ოპოზიციონერების სისუსტეში დადანაშაულება ოლიგარქის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. „ისტერიული აპელირება ოპოზიციის სისუსტეზე წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობასა და შეუგნებელ სიბრიყვეს. ხოლო ოპოზიციის სისუსტეში თავად ოპოზიციის დადანაშაულება - უსინდისობის აპოგეას, უკეთეს შემთხვევაში კი სრულ პოლიტიკურ სიბეცეს. ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ პროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან. ამ საუკუნეში, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას? სადაცაა 10 წელი შესრულდება, რაც რუსული ოცნება სათავეშია. ამ ხნის მანძილზე ის ცდილობდა ჩვენს გაქრობას. ჩვენ გვიწევდა გამკლავება ძალასთან, რომელსაც ხელთ ჰქონდა ყველა ბერკეტი, ყველა რესურსი, რასაც ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერაც, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც დაკარგა. სწორედ საერთაშორისო და ელექტორალური მხარდაჭერის დაკარგავა აჩენს იმ დიდ შანსსა და იმედს, რომ კოლაბორაციონისტული რეჟიმი თავიდან მოვიშოროთ. ეს გადასარევად იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება. ამ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის რომ ლუსტრირებული, სახელგატეხილია, ნდობაც დაკარგული აქვს და მხარდაჭერაც. იცის ეს და საკუთარი თავის გათეთრებას აღარც ცდილობს, ამაზე აღარც კარგავს დროს, ფულს და ენერგიას. სამაგიეროდ, გავეშებული მუშაობს ოპოზიციის გაშავებაზე. პრინციპი მარტივია - არც მე ვარგივარ, არც ეგენი. დღევენდელი ოპოზიციური სპექტრის სუსტად წარმოჩენა და ამ სისუსტეში მისივე დადანაშაულება წარმოადგენს ოლიგარქის სტრატეგიულ მიზანს. მექანიზმი მარტივია - საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი ოცნება შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა - არსებული ძალებიდან არავინ ვარგა და უნდა დაელოდონ ახალ ძალას. ოლიგარქმა გადასარევად იცის რომ ახალი ძალები ნაწვიმარზე სოკოსავით არ ჩნდება და იმ ჰიპოთეტურ ძალების გამოჩენამდე ბურთი და მოედანი ისევ მას რჩება"'- წერს მელია .
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)