|
2022-09-16 10:18:58, 808 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიება „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიება „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ დევიზია: „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“. „მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ნარჩენების მართვის სტრატეგია, ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გარემოს ნარჩენებისგან დაცვის სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს. თვალსაჩინოა პროგრესი და მოქალაქეების მიდგომების ცვლილება გარემოს სისუფთავეზე ზრუნვისა და დაცვის მიმართულებით, რაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ სახელმწიფოს, დონორებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი წარმატებული პროექტია. კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ კამპანიაში 133-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველო აღნიშნულ კამპანიაში 2010 წლიდან მონაწილეობს. კამპანიას, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებენ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)