18:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 19:37:07, 1826 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსი ოკუპანტები რეზერვების შესაქმნელად ძალების დეფიციტს განიცდის

რუსები ემზადებიან თავდაცვისთვის ლუგანსკის ოლქში. - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები რეზერვების შესაქმნელად ძალების დეფიციტს განიცდის.

"რუსები ემზადებიან თავდაცვისთვის ლუგანსკის ოლქში, ისეთი სიურპრიზი არ იქნება, როგორც ხარკოვის რეგიონში. ისინი აგროვებენ ჯარებს სვატოვოში, ტროიცკოეში, იჭრებიან და ემზადებიან თავდაცვისთვის."რუსებისთვის სიტუაცია გაუარესდა. ისინი არ აკონტროლებენ იზიუმს. მათ ესმით, რომ ლიმანის შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება სვატოვო - ტროიცკოე - კრემენნაია, ისინი იქ აშენებენ თავდაცვის ზღუდეებს". -  ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics