21:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 12:55:48, 1345 ნახვა

საზოგადოება
19 სექტემბრიდან, საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან, იზღუდება (აღარ განხორციელდება) წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა) განსაზღვრისათვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება (გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით). წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე,  საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მომართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით, განცხადების წარდგენის საფუძველზე.

აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება უკვე  განხორციელდა  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით. 

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეო სახელმძღვანელო  ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

- https://www.youtube.com/watch?v=H0lBlpST9rQ&t=1s

• ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა

https://rs.ge/ServicesCatalog?elservices&guid=E877D7400B5B5F52E053790214AC19D4

• წინასწარი დეკლარირება იმპორტი

https://rs.ge/ServicesCatalog?Preliminarydeclaringimport&guid=E877E297103A83BAE0537A0214ACEDF4

  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics