18:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 21:23:29, 949 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ჩვენს სამეზობლოში ვითარდება

დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოებია.

"ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია. რაც ხდება ამ ქვეყნებში, ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა, ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics