22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 13:08:55, 902 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. 

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მდინარე რიონის კალაპოტის დათვალიერებისას, ნანახი და ამოღებულია უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მდინარეში განთავსებული 3 ერთეული ხოლიხი ბადე. მდინარე რიონიდან, ასევე ამოღებულია თევზჭერის უკანონო იარაღი - 70 ერთეული ე.წ. ანკელარი.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიონის წყალსაცავის დათვალიერებისას, 600 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. 
დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირებისა და აღმოსავლეთის რეგიონული

სამმართველოს თანამშრომლებმა კი, უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაატარეს სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე. ჯამში, ამოღებულია 1600 მეტრი სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები როგორც უკანონო თევზჭერის, ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics