|
2022-09-14 12:16:04, 1035 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში
ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ ევროკავშირს რომ პუტინი არ გაჩერდებოდა. „ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე ბელარუსის ოპოზიციისთვის. ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება. ბალტიისპირეთში ჩვენმა მეგობრებმა ბევრი იშრომეს, რათა დაესრულებინათ რუსეთზე დამოკიდებულება. მათ დიდი ინვესტიციები ჩადეს განახლებად ენერგიებში, გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალში. მათ ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უფრო ძვირია“, – განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)