|
2022-09-14 10:44:41, 766 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიპილიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს. საპილოტე პროგრამა ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის დახმარებით, ქალ ფერმერებს საშუალება ექნებათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% ( მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს. საპილოტე პროგრამა მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება; პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყება. მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ნატალია ხარატიშვილის განცხადებით, მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა. „მოხარულები ვართ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, რომელიც, პროგრამის ფარგლებში, ტექნიკურ დახმარებას უწევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას; გაეროს ქალთა ორგანიზაცია კი, ქალების მხარდაჭერას ახორციელებს. ასე რომ, ეს შესანიშნავი პარტნიორობაა”, -განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავა. „ამ პროგრამის დაწყებით სახელმწიფო ამბობს, რომ ქალები ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას არ აქვს ფართო მასშტაბი და საპილოტედ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ჩვენ კონცეტრირებულად დავიწყეთ ქალების საჭიროებებზე საუბარი და მათზე მორგებული პროგრამების ჩაშვება. ის რეკომენდაციები, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან იქნა გაცემული მიწის მფლობელობასთან და თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და ეს არის დასაწყისი და მხოლოდ დასაწყისი ქალებზე მორგებული სპეციალიზებული მიდგომების და პროგრამების გავრცელების“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა. საპილოტე პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდას, სააგენტოს პროგრამებში მათ ჩართულობას, სპეციალური ინიციატივების შემუშავებას და, შედეგად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)