18:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 10:16:32, 1674 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსეთისთვის იყო მოულოდნელი

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მოკავშირეებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა,- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, მათ იხილეს, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. 

„ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ“,-განაცხადეს პენტაგონში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics