22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 15:02:12, 819 ნახვა

საზოგადოება
თეკლათში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

უწყების ცნობით, სოფელ თეკლათში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 3,5 კილომეტრი  სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც   60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე სადრენაჟე მომსახურების აღდგენას უზრუნველყოფს.

„მოწესრიგებული სადრენაჟე არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 

დამშრობ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრი საბა ოდიშარია, საქართველოს მელიორაციის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის უფროსი თემურ გაბელაია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს  დასრულების ეტაპზეა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics