22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 11:23:03, 937 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაიოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რისი გატანაც განხორციელდა და შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, 2 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 498 328 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი დასრულებულ სამუშაოებს მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics