21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 16:30:08, 1317 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის და პეტერბურგის 18 ოლქის დეპუტატი პუტინის გადადგომას ითხოვს

რუსეთში მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის საქალაქო დეპუტატებმა ხელი მოაწერეს საჯარო განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით.

როგორც სანქტ-პეტერბურგის „სემენევსკის“ ოლქის დეპუტატი ქსენია ტორსტრემი Twitter-ზე წერს, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს, გვჯერა, რომ პრეზიდენტის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას .რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოსკოვის მუნიციპალური ოლქის „ლომონოსივსკის“ დეპუტატთა საბჭომ რუსეთის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. სანქტ-პეტერბურგის "სმოლნინსკის" დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას მოუწოდეს, ვლადიმერ პუტინს ღალატის ბრალდება წაუყენოს , რათა ის თანამდებობიდან გადააყენონ.  მათზე შედგა ოქმები რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics