|
2022-09-12 15:21:54, 1072 ნახვა
საზოგადოება
BMG-ის ჟურნალისტი - მთავრობაში ამკრძალეს - მივედი და არ შემიშვეს, ბევრ კითხვას სვამ და კოლეგებს აწუხებო
BMG-ის ჟურნალისტის, თელარა გელანტიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან "ბევრ კითხვას სვამდა". როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, 10 წელია მთავრობის სხდომებს აშუქებს, თუმცა დღეს, ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ წესებს არღვევს- ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს.
"არ ვიცი, რა ვთქვა - საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს! მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა Nino Tskhadadze მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა). (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)… გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ (კომენტარში დავდებ ლინკს) Irakli Garibashvili მარტო მტერი გყავთ ირგვლივ - ყველა, მგონი, მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნეგატიური როლი გქონდეთ. Nino Giorgobiani მეგონა, პრემიერის იმჯისთვის კარგი გინდოდა ნინო",- წერს ჟურნალისტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)