21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 10:18:59, 1486 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას ვაკვირდებოდით და იმედისმომცემი ნიშნები ვიხილეთ

უკრაინის კონტრშეტევამ, რომელიც 1 სექტემბერს ხერსონის რეგიონში დაიწყო, აჩვენა, რომ უკრაინელებმა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეძლეს,- ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ, საშა ბეიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, პენტაგონი აკვირდება მიმდინარე კონტრშეტევასა და უკრაინელების წინსვლას.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები, თუნდაც ბოლო 2 დღეში",- განაცხადა ბეიკერმა. 

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას კონტრშეტევა უწოდა.

აქამდე, ამ ტერმინის გამოყენებას მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ, მათ შორის აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics