21:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 10:52:31, 1131 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი არახამიას - ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან შეუძლებელსაც, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქართველებს  დეოლიგარქიზაციაში დახმარება შესთავაზა.

წულუკიანის თქმით, საქართველოს არ სჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში ატყდეს ომი და იყოს დესტაბილიზაცია.


"ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები და პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან მთავრობა და პარლამენტი აკეთებს შეუძლებელსაც კი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებსა და სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში. მინდა უკრაინას ვუსურვო ძალიან მალე მშვიდობის დამყარება, გამთლიანება მის ტერიტორიებს და სუვერენიტეტს გაძლიერება და ბატონ არახამიას ვურჩიო, რომ სწორედ ამ საქმით დაკავდეს", - ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის,  უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ ქართველებს დეოლიგარქიზაციის პროცესში დაეხმარება. მისი თქმით, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი წყაროა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics