21:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 13:03:18, 713 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი ამერიკის საელჩოს - დიდ პატივს გცემთ, მაგრამ დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა

დიდ პატივს ვცემთ ამერიკის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე ცოტა კორექტული ფორმულირებაა საჭირო,- "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას, ოსმენების კანონპროქტის შესახებ, კრიტიკულად აფასებს. 

მისი თქმით,  საელჩო არ გაცნონია რას ეხებოდა ეს ცვლილება და მათ განცხადებაში "არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და პოლიტიკურად ანგაჟირებულია". 

"დიდ პატივს ვცემთ ამერიკის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე ცოტა კორექტული ფორმულირებაა საჭირო. დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი. არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და არის პოლიტიკური ანგაჟირებული შეტევის მცდელობა",- ამბობს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics