|
2022-09-07 18:07:57, 2485 ნახვა
საზოგადოება
კასპში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა - „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გაიმართა. კონსულტაციის პროცესს ადგილობრივი მოსახლეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ; "დაინტერესებულ პირებს სამართლებრივი კონსულტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მსურველებს slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარნენ. სისტემური რეგისტრაციის დროს სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას. მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: #კასპი2022",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)