|
2022-09-07 10:21:04, 681 ნახვა
საზოგადოება
„ნეტფლიქსსა” და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა
„ნეტფლიქსი" ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა. აღნიშნულის შესახებ „ნეტფლიქსის" პრესსპიკერმა გამოცემა Axios-თან განაცხადა. მათივე ცნობით, შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა. თუმცა როგორ „ნეტფლიქსში" აცხადებენ, კომპანია მოხარულია, რომ საქმე შეთანხმებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სარჩელი ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. გაფრინდაშვილის სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ კომენტარი „ მცდარი, სექსისტური და დამამცირებელია“ და რომ "ნეტფლიქსმა“ შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს და ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)