22:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 15:26:13, 941 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე ოპოზიციას - ჩვენ თუ არ დავარქმევთ ყველაფერს თავის სახელს, დასავლელ მეგობრებს რას ვთხოვთ?

 პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას აკრიტიკებს.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი  ოცნებას  „მთავრობად“ მოიხსენიებს და ამით მათ  ლეგიტიმაციას ანიჭებს.

"Economic Policy Research Center-ის კონფერენციას ვესწრები ორი დღეა

უამრავი ხალხია ჩამოსული, აშშ-დან და ევროპიდან, პილიტიკოსები, ექსპერტები, სხვდასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები

ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, სადღაც მაინც ვლაპარაკობთ უკრაინასთან ბმაში საქართველოს პრობლემებზე

დღეს ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პანელური დისკუსია იყო

ბევრი რამე ითქვა ისეთი, რასაც ვეთანხმები

მაგრამ

1. არ ახსენებენ ან საკმარისად ხაზგასმით არ ახსენებენ იმას რომ ამ ქვეყანაში არჩევანის უფლება წაგვართვეს, როცა არჩევნები მიიტაცეს

2. არ ახსენებენ რომ უზურპატორები გვმართავენ

3. ოცნებას მოიხსენიებენ ‘მთავრობად’, თითქოს ამათ რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეთ

ჩვენ თუ არ დავარქმევთ ყველაფერს თავის სახელს, დასავლელ მეგობრებს რას ვთხოვთ?

ფუნდამენტური ამბავი მგონია ეს

რეალობას შეგუებულის შთაბეჭდილება რჩება მაყურებელს

და შეგუებული ვერ ცვლის რეალობას

This is the way!" - წერს Facebook-ზე  ჯაფარიძე.

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics