|
2022-09-06 13:00:50, 710 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინაააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პაციენტებთან კომუნიკაციის და COVID-19-ის საწინაააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს მუნიციპალიტეტში მოქმედი ოჯახის ექიმები და მედდები ესწრებოდნენ. "ტრენინგზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდება ტრენერებმა ნინო სარიშვილმა, თეონა ქაშიბაძემ და ეკატერინე ფაღავამ ისაუბრეს COVID-19-ით დაავადების რისკებზე, სამედიცინო პერსონალის როლზე ვაქცინაციისადმი ნდობის ამაღლებაში, თანაცხოვრება ვირუსთან ერთად, ვაქცინაცია, ბუსტერ დოზის მიღება და სხვა. ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია და დაავადებათა მართვის და კონტროლის ეროვნული ცენტრი. ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ტარდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ცენტრისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)