22:42 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 21:42:44, 1131 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელმა რუსეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს „ფაშისტურ სახელმწიფოს“ უწოდებს.

RBC წერს, რომ ბორელმა განცხადება პრაღაში საპარლამენტთაშორის კონფერენციაზე გააკეთა. ვიდეო ევროკომისიის პორტალზე გამოქვეყნდა. ღონისძიებაზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას, ევროკავშირის დიპლომატიის მეთაური „დროის დაზოგვის მიზნით“ მშობლიურ ესპანურ ენაზე გადავიდა. ამის შემდეგ გადაცემაში ბორელის გამოსვლის ხმა გაითიშა – სამაგიეროდ მხოლოდ ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანი გაისმა. ამ თარგმანის მიხედვით, ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირს არ აქვს „კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაამარცხოს ფაშისტური რუსეთი და მისი ფაშისტური რეჟიმი“.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხოსეპ ბორელმა, რომელიც რუსეთს "ფაშისტურ სახელმწიფოს" უწოდებს, მთლიანად გააუქმა თავი დიპლომატად, განუცხადა TASS-ს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

„რა თქმა უნდა, ამიერიდან, მისი არც ერთი გადაწყვეტილება რუსეთისა და მასთან ურთიერთობის შესახებ არ შეიძლება იყოს აქტუალური“, დასძინა მან.

მოგვიანებით, ბორელის სპიკერმა, პიტერ სტანომ განუცხადა TASS-ს, რომ ბორელის სიტყვები „მხოლოდ პარლამენტის ერთ-ერთი წევრის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც [დისკუსიის დროს] გამოიყენა ეს გამოთქმა“. სტანოს თქმით, თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „რუსეთს ასე არ უწოდებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics