00:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 11:18:20, 942 ნახვა

მსოფლიო
ჰოჯესი - აშშ-ს მიზნები რუსეთის „დეიმპერიალიზაციას“ უნდა მოიცავდეს

ამერიკის შეერთებული შტატების  სამხედრო მიზნებში შედის რუსეთის „დეიმპერიალიზაცია“,- აცხადებს ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური, ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანი ბენ ჰოჯესი Twitter-ზე.

 ჰოჯესი საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ  რუსეთის "იმპერიალისტური ომები" მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა.

"ვფიქრობ, რომ აშშ-ს სამხედრო მიზნები ამ კონფლიქტში უნდა მოიცავდეს რუსეთის "დეიმპერიალიზაციას". მეჩვენება, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისს, როგორც ეს დღეს გამოიყურება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის... ჩვენ არ ვიყავით მზად სსრკ-ს დასასრულისთვის“, - წერს ჰოჯესი.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ხალხი ახლა ორიენტირებულია უკრაინაზე, თუმცა, რუსეთის იმპერიალისტური ომები მეზობლების წინააღმდეგ არ დაიწყო უკრაინაში, არამედ აქ, საქართველოში 2008 წელს. რუსეთმა მოლდოვის ნაწილი დაიპყრო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics