01:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 17:19:45, 1025 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვარში ახალი დასასვენებელი სივრცემოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ  დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, 1 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და რულონური ბალახი დაიგება. ასევე,

დამონტაჟდება LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics