|
2022-09-02 16:50:36, 1032 ნახვა
საზოგადოება
GITA - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ორ ნაკადად ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს. ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. (თბილისი –30, კახეთი – 20, შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი - 10, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 20, აჭარა - 20, სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი - 10, იმერეთი - 10, გურია - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10) 8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში. 8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:
ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მოსწავლეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე საერთო ჯამში 150 მონაწილე შეირჩა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)