01:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 12:55:46, 1135 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - შეიძლება ვინმეს თანამშრომელი უსმენს, მე რა ვიცი

 საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ამტკიცებს პრეზიდენტს მოსმენებთან დაკავშირებით არასწორი განცდა აქვს.

"შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო ეხლა როგორ გითხრათ. ქუჩაში იყიდება პატარა ჩამწერი მოწყობილობები. თუ პრეზიდენტს აქვს განცდა, მე მგონია მცდარი განცდაა. მე მაგალითად არ მიჭირს ტელეფონით საუბარი, არ მიჭრის ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მათ შორის ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არ მინდა სხვამ გაიგოს. არ მაქვს ეს განცდა" განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მოსმენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. მოსმენების კანონი ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics