|
2022-08-31 12:53:18, 1247 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინელი მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს
25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა. „ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები უკვე ეწვივნენ მთაწმინდის პარკს, იყვნენ „ასტრა პარკში“ და მონაწილეობა მიიღეს რბოლაში, ასევე იმყოფებოდნენ თბილისში არსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრებში და დაათვალიერეს მცხეთის ისტორიული ძეგლები. 3 სექტემბრამდე, პატარები მოინახულებენ ილუზიებისა და ჰოლოგრამების მრავალგანზომილებიან მუზეუმებს და დაათვალიერებენ კონტაქტურ ზოოპარკს. ვფიქრობთ, საქართველოში გატარებული დღეები განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იქნება პატარა სტუმრებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)