|
2022-08-31 00:33:06, 4177 ნახვა
მსოფლიო
გარდაიცვალა სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი
საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს ერთადერთი და ბოლო პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ, იუწყება რია ნოვოსტი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით. მათ განაცხადეს, რომ გორბაჩოვი გარდაიცვალა "მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ". საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. გორბაჩოვ-ფონდის დამფუძნებელი, 1993 წლიდან „ახალი ყოველდღიური გაზეთის“ თანადამფუძნებელი. მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები და წოდებები, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც გორბაჩოვმა 1990 წელს მიიღო. გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე. კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება (პერესტროიკა); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)