|
2022-08-30 16:31:37, 2560 ნახვა
მსოფლიო
რუსული Gazprom-ი საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს
რუსული კომპანია Gazprom-ი დღეიდან საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას, კომპანია Engie-იავრცელებს. Engie-ის ცნობით, მოსკოვი თანდათან ახშობდა საწვავის მიწოდებას ევროპაში, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. ამასთან გაზის მიწოდების შემცირება კომპანიებს შორის კონტრაქტის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულმა უთახმოებამ გამოიწვია. „გაზპრომმა აცნობა Engie-ს გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, დღეიდან, მხარეებს შორის უთანხმოების გამო ზოგიერთი კონტრაქტის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ფრანგული კომუნალური კომპანიის განცხადებაში გამოცემი ცნობითვე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე Gazprom-მა მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება. „კომუნალური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ალჟირის Sonatrach-თან, როგორც მისი დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილი რუსული მარაგებისგან”,- განაცხადა Engie-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კლერ უეიზანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)