|
2022-08-29 17:29:23, 1157 ნახვა
საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირზე არსებული კატალპას ჯიშის ხეები „ეკოსერვის ჯგუფის“ სანერგეში გადაირგვება
მელიქიშვილის გამზირზე არსებული ხეები დიდი თარგების გამო გადაირგვება, - ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძემ განაცხადა. მისი თქმით, გადარგვის პროცესი ხეების დაზიანების გარეშე ხორციელდება. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტირების ეტაპზე გადაწყდა აღნიშნულ მისამართზე არსებული ამაღლებული თარგების დადაბლება, პირველად ნიშნულამდე დაყვანა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ოთხი ძირი კატალპა გადაირგვება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სანერგეში“, - განაცხადა პაატა ტოგონიძემ. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მწვანე ნარგავები შესაბამისი თარგის მიხედვით დაირგვება. დედაქალაქში ბოლო ოთხ წელიწადში 300 000-ზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)