|
2022-08-28 14:25:41, 1219 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაურმა ქუთაისში სამედიცინო ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისში, „ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა“ და „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, "ჩხობაძის კლინიკაში" მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, შედეგად, რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მათივე ცნობით, სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კუტიბაშვილთან და მსოფლიო ბანკის კომუნიკაციების მენეჯერ მარინე ეგუტიასთან ერთად დაათვალიერა. როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამედიცინო კლინიკაში პაციენტებს სრული სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, სასწრაფოს სერვისცენტრში კი 160 თანამშრომელი, ჯამში 42 ეკიპაჟი, გაუმჯობესებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში გააგრძელებს მუშაობას. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელსაა გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)