|
2022-08-25 11:32:41, 1325 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი ბორჯომის ხანძარზე - გადავხედოთ ევროპას, იგივე და ბევრად მასშტაბური პრობლემებია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის მეტ გავრცელებას არ ელოდებიან, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხანძრით გამოწვეულ ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია. "გამომდინარე იმ მაღალი ტემპერატურისა, რაც ქვეყანაში არის და უპრეცედენტოდ გვავლიანი სეზონისა, თვეების განმავლობაში ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში არ გვქონდა ნალექი. შესაბამისად, უფრო რისკიანი ამ კუთხით არის წიწოვანი ტყეები და რთული ხანძრის კონტროლში მოსაქცევად. რაც შეეხება ზარალთან დაკავშირებით, ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ. პირველად ხანძარი გავრცელდა ტყის ქვედა ფენებში და ნაკლები იყო მცენარეების დაზიანება. პრინციპში, ჩვენ მეტ გავრცელებას, ალბათ, არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ხანძარი დროულად ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ. რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ხერხდება და რა იყო მიზეზები - მიზეზს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, თუმცა აქ გასაკვირი ძალიან რთულია რამე იყოს, ეს არის მაღალი ტემპერატურები, ზაფხულის სეზონი. აგვისტოს ბოლო პერიოდია ყველაზე სარისკო პერიოდები. წინა ხანძრები, როდესაც გვქონდა ხანძრების სეზონი ქვეყანაში ეს იყო ამ პერიოდში. გადავხედოთ მთელ ევროპას და მთელ კონტინენტს, იგივე და ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემებია. დაცული ტერიტორიების 10% ერთ თვეში დაკარგა პორტუგალიამ",- განაცხადა დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)