|
2022-08-24 16:47:31, 980 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაშიც აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ხანძრის კერები არ ვრცელდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)