|
2022-08-24 16:00:32, 1944 ნახვა
მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს - 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს- 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს,- აღნშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. „დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ მტკიცე დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. დღესასწაულთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა გამოაცხადა უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტი სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით დაახლოებით 2,98 მილიარდ დოლარს გამოუყოფს“ - განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, ეს შესაძლებელს გახდის საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო სისტემების და მათთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო საჰაერო სისტემების და რადარების მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)