|
2022-08-24 14:43:23, 1671 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - აშშ-ს საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს, ორგანიზაცია გამჭვირვალე აღმოჩნდა იმ შეცდომის მიმართ, რომელიც მოხდა
აშშ-ს საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს,- ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისა და პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მისი არდაშვების შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ. „აშშ-ს სრული ნდობა აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიმართ, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მონაწილეობას იღებდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამჟამინდელი სპიკერი, რომლის შედეგადაც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კანონი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2022 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე. ნათელია, რომ მათ როლი არ მიუძღვით ამ დარღვევებში. საზოგადოებამ დაკარგა ნდობა შედეგების მიმართ“, -აღნიშნა კელი დეგნანმა. დეგნანის თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ ასევე გამჭვირვალე აღმოჩნდა იმ შეცდომის მიმართ რომელიც მოხდა. „რეალურად, როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაუყოვნებლივ აცნობა და ინფორმაცია სრულად გაავრცელა. სწორად ამიტომ გვაქვს სრული ნდობა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, როგორც პროფესიონალური საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. ისინი იყვნენ გამჭვირვალე იმ შეცდომის მიმართ, რომელიც მოხდა, როგორც კი შეძლეს მისი დადასტურება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოებები, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მონიტორინგსა და არჩევნების ჩატარებაში, შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში. სწორედ ამისკენ მოუწოდებს ევროკომისია, ინკლუზიური პროცესისკენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს შანსი, წვლილი შეიტანოს საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში“, - დასძინა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)