03:49 - 29 Jun, 2026
|
2022-08-21 13:51:20, 1202 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - დარია დუგინას სიკვდილი წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი
დანაშაული, რომლის შედეგადაც დარია დუგინა დაიღუპა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. კომიტეტის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს მანქანის ძირზე იყო მიმაგრებული. „ამ დროისთვის უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს მანქანის ძირზე იყო მიმაგრებული. დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა“,- აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)