|
2022-08-19 13:36:50, 1216 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - „ოცნება“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი მისაღებად გაწერილი რეკომენდაციების შესრულება არ ხდება დეკანოიძის თქმით, ამაზე მიუთითება მმართველი პარტიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება - ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციები. "საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობისდაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართოცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესირეკომანედაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსისმისაღებად ვალდებულებები შეასრულოს. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელირეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტოუმრაველსობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონსაქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზეგავლენიანი ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნები, ისფედი. ასევე სასამართლო სისტემაზემომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილისორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესისაბჭოს რეფორმაზე მუშაობდა. “ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, ანტი-ამერიკული და ანტი-ევროპულიგზავნილები, მიზანმიმართული თავდასხები აშშ-სა, ევროკავშირის ელჩებზე , გავლენიანსამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის დასტური იმის, რომმათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება. პროცესი უნდაყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არა მხოლოდქართული ოცნების მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაცეიბით," - განცხადა დეკანოიძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)