06:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 17:05:42, 1038 ნახვა

პოლიტიკა
მელია „ოცნებიდან“ წასულების განცხადებაზე - გვახსენებს, რომ რუსული „ოცნების“ მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ

გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ " ქართული ოცნებიდან" წასულების მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს

"რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა.
სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ.
რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს:
1. არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის - რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას;
2. ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას;
3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს;
4. განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში.
5. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ყაველაშვილმა,სუბარმა, ხუნდაძემ და მაჭარაშვილმა კიდევ ერთი განაცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ამერიკის საელჩოს სასამართლო რეფორმის რეკომენდაცია საბჭოთა წარსულად მოიხსენიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics