08:08 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 14:29:01, 1126 ნახვა

ეკონომიკა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება

რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითიც სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ქერობიანმა მომსახურების ხელმისაწვდომობის თარიღის შესახებ ბოლოს თვეებში რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა საბორნე გადაზიდვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

მინისტრმა 5 მაისის მთავრობის სხდომაზე საბორნე გადაზიდვების ამოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისი დაასახელა. საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ კავკაზის მიმართულებაზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს.

დღეს, 12 აგვისტოს კი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ უკაინაში ომის გამო ახალი სირთულეები წარმოიშვა.

„მოდით ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, დავიცადოთ რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ შედეგი იქნება... დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ შეიცავს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და წნეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, - დასძინა ვაჰან ქერობიანმა.

რუსული პორტი “კავკაზი”, შავ ზღვაში ქერჩის სრუტეში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics