|
2022-08-11 16:28:45, 999 ნახვა
საზოგადოება
საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირზე ქუთაისის აეროპორტის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი, ინდივიდუალურ ნომინაციაში კი საუკეთესო მეკარის ტიტული მოიპოვა
საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირზე ქუთაისის აეროპორტის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი, ინდივიდუალურ ნომინაციაში კი საუკეთესო მეკარის ტიტული მოიპოვა ქუთაისში ორგანიზაციებს შორის საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ტურნირში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის საფეხბურთო გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ინდივიდუალურ ნომინაციაში კი ტურნირის საუკეთესო მეკარე აეროპორტის ბაქანზე მომსახურების სამსახურის აგენტი შაქრო აფრიდონიძე გახდა. საქველმოქმედო ტურნირი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა და მასში 14–მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საფეხბურთო ტურნირი ,,იმერის“ გამარჯვებით დასრულდა. ტურნირზე შემოსული თანხა ქუთაისის ,,ტორპედოს" მცველის ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც საქართველოში იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. პატარას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა. გახსნილია ანგარიშის ნომრები საქართველოსა და თიბისის ბანკებში, რომელზეც ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.თიბისი ბანკი, GE58TB7854045061100013 მიმღები: მარიამ კუტალაძე, საქართველოს ბანკი GE25BG0000000163049600 მიმღები: ნიკა სანდოხაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)