|
2022-08-11 11:05:15, 996 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა და მაისში დაწესებული მაქსიმალური ანტიეპიდემიური ზომების გაუქმება ბრძანა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩენმა, ვირუსის გავრცელებაში სამხრეთ კორეა დაადანაშაულა. იგი ამბობს, რომ მის ძმას ციებ-ცხელების ნიშნები ჰქონდა და მძიმედ იყო ავად. ეს ეჭვს აჩენს, რომ კორონავირუსი, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც ჰქონოდა. კიმ იო ჩენის თქმით, რომელიც ქვეყანაში გავლენიანი მაღალჩინოსანია, ფხენიანი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.სეული ბრალდებებს უარყოფს და მათ "უსაფუძვლოს" უწოდებს. „ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს ფოლადის ძლიერი ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს ანტიეპიდემიური სამუშაოები ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის დასრულებამდე“,- ნათქვამია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მოხსენებაში. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რომ ავტორიტარულმა ჩრდილოეთმაპანდემია სოციალური კონტროლის გასამკაცრებლად გამოიყენა და გამარჯვების გამოცხადება შეიძლება ვაჭრობის აღდგენისთვის გახდა საჭირო, რომელიც საზღვრების ჩაკეტვით და სხვა შეზღუდვებით იყო შეზღუდული.დამკვირვებლებმა ასევე განმარტეს, რომ ამ განცხადებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ჩრდილოეთს 2017 წლის შემდეგ პირველად ბირთვული იარაღის გამოცდის ჩასატარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)