06:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 17:09:37, 1780 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხის შესწავლას გეგმავს

ევროკავშირი რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხის განხილვას გეგმავს,- ამის შესახებ ინფრომაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირის მინისტრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას პრაღაში აგვისტოს ბოლოს გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. 

„ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი მთლიანობაში ერთობლივად დათანხმდება რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტაზე, მაგრამ, როგორც ეს არის ევროკავშირის მრავალი სანქციების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ წელს, „ყველაფერი შესაძლებელია”,- წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დაკეტონ საზღვრები ყველა რუსეთისთვის.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც დაუჭირა და მოუწოდა ევროკავშირს შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics