|
2022-08-09 10:26:33, 756 ნახვა
საზოგადოება
შუახევის მერმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ორთქიფანიძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის შუახევის მკვიდრები ამირან მამალაძე, იაგო მიქელაძე, წარმოშობით შუახეველები, რომან ზოიძე და თენგიზ ჭაღალიძე. დღეს ომარ ტაკიძე, გმირულად დაღუპული იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის ოჯახებს პირადად ესტუმრა, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა და გმირების საფლავებს პატივი მიაგო. ამირან მამალაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტის ლექტორებმა, სტუდენტებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)