|
2022-08-03 10:49:12, 1111 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერი - პუტინს ომის მოლაპარაკების გზით შეწყვეტა სურს
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და ვლადიმირ პუტინის მეგობარმა, გერჰარდ შრედერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა სურს და მარცვლეულის გადაზიდვაზე შეთანხმება, შესაძლოა, წინგადადგმული გზა იყოს. მისივე თქმით ექსპორტის შეთანხმება შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შტანხმებამდე მივიდეს. „კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს სურს ომის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა“, - განუცხადა შრედერმა ყოველკვირეულ Stern-ს და RTL/ntv-ს და დასძინა, რომ იგი გასულ კვირას შეხვდა პუტინს მოსკოვში. ”პირველი წარმატება არის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შესაძლოა ნელ-ნელა გაფართოვდეს ცეცხლის შეწყვეტამდე.” შრედერმა, რომელიც გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე, უარი თქვა პუტინის ქმედებების დაგმობაზე, რომელსაც ის დღემდე ახლო მეგობარს უწოდებს. რუსეთმა და უკრაინამ გააფორმეს შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შეთანხმება.პირველი გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული მსოფლიო ბაზრებზე გადააქვს, ღამით თურქეთში ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)