12:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-30 15:41:43, 1235 ნახვა

საზოგადოება
არა კიდევ ერთი „გავრილოვის წამოსკუპებას” - რაბათის ციხეში საპროტესტო აქცია დაანონსდა

ციხე შიგნიდან არ გატყდება,- რუსული კომპანიის მიერ რაბათის ციხეში დაანონსებულ თამაშებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია დაანონსდა. 

ორგანიზატორების თქმით, აქცია რაბათის ციხეში 7 აგვისტოს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

„ციხე შიგნიდან არ გატყდება.

ჩავიდეთ ყველანი 7 აგვისტოს რაბათში და ვაჩვენოთ როგორია “რაბათის ციხის თამაშები”.

არა კიდევ ერთ „გავრილოვის წამოსკუპებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსული კომპანია ქვევრი-ივენთი რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს-ფორტ რაბათს აწყობს. თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხე ტურისტებისთვის და მომნახველებისთვის დაკეტილი იქნება და ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორები და მონაწილეები დაიშვებიან. თამაში 3 საათს გაგრძელდება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რაბათის განძში" მონაწილეობა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ადგილობრივებსაც შეეძლებათ.თამაშში მონაწილეობა 275 დოლარი ეღირება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics